ამბავი

ამერიკიდან
საქართველომდე.

რა ვნახე სამედიცინო სისტემის შიგნით და რატომ მივატოვე ჩემი კარიერა ამერიკაში

ექიმი ლაშა ჯაყელი
ექიმი ლაშა ჯაყელი
ნევროლოგი · Mindor-ის დამფუძნებელი
01რა ვნახე

როცა ამერიკაში ჩემი პაციენტების ისტორიებს ვკითხულობდი, სულ ერთი და იგივე სურათი მეორდებოდა: ადამიანი პირველად ექიმთან ერთი ჩივილით მოვიდა. დღეს, 10 წლის შემდეგ, უკვე ათ ჩივილზე ავიდა და ყველა ექიმის პაციენტად ჩამოყალიბდა.

სისტემა ისე იყო მოწყობილი, რომ რაც უფრო ავადდებოდნენ ადამიანები, მით უფრო მეტ ფინანსურ სარგებელს ნახულობდა საავადმყოფო. ადამიანების გამოჯანმრთელება სისტემის ინტერესში არ შედიოდა.

ჩემს თავს გამუდმებით ვუსვამდი ერთ შეკითხვას: მე კი ექიმი ვარ და თეთრი ხალათი მაცვია, მაგრამ რეალურად ვეხმარები ამ ადამიანებს გამოჯანმრთელდნენ, თუ დაავადდნენ?

პასუხი, უმრავლეს შემთხვევაში, მათი დაავადება იყო, რადგან პრობლემას ძირეულად არ ვაგვარებდი.

„ძალიან მძიმე იყო იმის გაცნობიერება, რომ კარიერა, რომლის ახდენასაც 10 წელი და ბიბლიოთეკაში წლობით ცხოვრება დასჭირდა, არ მაძლევდა იმის საშუალებას, რომ ადამიანებს ისე დავხმარებოდი, როგორც ამისი მჯეროდა."
02შეცდომა

კლასიკური მედიცინის
მთავარი შეცდომა

კლასიკური მედიცინის მთავარი შეცდომა ის დაშვებაა, რომ ადამიანი საკუთარ ჯანმრთელობაში არ უნდა ერკვეოდეს. მიხვალ ექიმთან, გაგსინჯავენ, დაგისვამენ დიაგნოზს, გამოგიწერენ წამალს, ისე რომ წარმოდგენა არ გაქვს, რა ხდება შენს გონებასა და სხეულში.

ეს ლოგიკა ბაქტერიული ინფექციისა და ანტიბიოტიკის მოდელიდან მოდის. მუშაობს მყისიერად საშიში პრობლემების დროს, სადაც მიზეზი ცალსახაა. მაგრამ კლასიკურმა მედიცინამ ეს მიდგომა ყველა პრობლემაზე განაზოგადა. სწორედ აქ იწყება შეცდომა.

ამერიკაში ათასობით ადამიანის ჯანმრთელობის კვლევისას გავაცნობიერე, რომ მათ აბსოლუტურ უმრავლესობას არანაირი თანდაყოლილი დაავადება არ ჰქონდა. ჩვეულებრივი, ჯანმრთელი ადამიანები იყვნენ, რომლებიც ერთ დროს გაუსაძლის სტრესში ცხოვრობდნენ და არ იცოდნენ, როგორ ემკურნალათ მისთვის ძირეულად.

„შფოთვის მქონე ადამიანს, რომელსაც ღამე მშვიდად არ სძინავს, გული აჩქარებული აქვს, განწყობა დაქვეითებული, ვუნიშნავდით ანტიდეპრესანტებს, ბენზოდიაზეპინებს, საძილე საშუალებებს, გულის რიტმის ბლოკერებს... ჰორმონ კორტიზოლს, სტრესის ფიზიოლოგიასა და აგზნებულ ნერვულ სისტემას, ანუ ძირეულ მიზეზს, არც კი ვეხებოდით...''
03ხედვა

ჯანმრთელობა ფუნქცია და პოტენციალია.

ჩემთვის ჯანმრთელობა მხოლოდ ნორმალური ლაბორატორიული მონაცემი და სიმპტომების არ ქონა არაა, არამედ გონებისა და სხეულის ოპტიმალური ფუნქცია. როცა განწყობა, კონცენტრაცია, მეხსიერება ოპტიმალურია, სხეულში სიცოცხლის ენერგია გვიჩქებს, ფიქრი და მოქმედება ერთიანია.

როცა აქედან ვცხოვრობთ, ეს ჩვენს ურთიერთობებზე, ყოველდღიურ გადაწყვეტილებებზე, გეგმებზე, ოცნებებზე და მათი განხორციელების უნარზე აისახება.

Mindor-ის შექმნით ჩემი მიზანია, ადამიანებს მივცე ყველა საჭირო ინსტრუმენტი და შევუქმნა მხარდამჭერი სივრცე, რათა მათ საკუთარი საუკეთესო თავის გამოვლენა შეძლონ.

ექიმი ლაშა ჯაყელი
ექიმი ლაშა ჯაყელი
ნევროლოგი · Mindor-ის დამფუძნებელი
შემდეგი ნაბიჯი

მზად ხარ შემდეგი ნაბიჯისთვის?

3 წუთიანი ქვიზი. გაიგე შენი ნერვული სისტემის მდგომარეობა და მიიღე პერსონალური პროტოკოლი.

დაწყება

უფასოა · 3 წუთი