Mindor მეთოდი

შენს ცხოვრებაში ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზეა, მაგრამ…

არის რაღაც, რაც მხოლოდ შენ იცი.

9-საათიანი ძილის შემდეგ მაინც დაღლილი იღვიძებ…

დილით ყავა ენერგიულს გხდის, მაგრამ შუადღისას შენი ტვინი მომსახურებიდან უკვე გასულია…

შუა საუბარში აცნობიერებ, რომ ბოლო ორი წუთი აქ არ ყოფილხარ. შენი გონება რაღაცას ღეჭავდა, რასაც სახელსაც ვერ უძებნი…

საღამოს შვიდისთვის ოჯახისთვის, ახლობლებისთვის, ან საკუთარი თავისთვის ენერგია აღარ გრჩება...

მშვიდ ოთახში წვები და შენი სხეული მაინც დაძაბულია: ყბა, მხრები, თვალებს ირგვლივ კუნთები, ადგილები, რომლებიც ადრე არც კი შეგემჩნია...

გვიან ღამით, როცა არავინ გისმენს, საკუთარ თავს ერთ ჩუმ შეკითხვას უსვამ:

„რატომ ვგრძნობ თავს ასე, როცა ჩემს ცხოვრებაში ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზეა?"

01ცდები

შეიძლება უკვე
ბევრი რამ სცადე

ვიტამინები. მედიტაცია. თერაპია. შვებულება, სადაც სამი დღე კარგად იყავი, სანამ ისევ ძველ რიტმში არ დაბრუნდი.

ექიმმა ანალიზები ჩაგიტარა, გითხრა, რომ ყველაფერი ნორმაშია, და ბუნდოვნად ახსენა სტრესი, ისე, რომ არ უთქვამს, კონკრეტულად რა გაგეკეთებინა.

ყველაზე მძიმე ნაწილი დაღლილობა არაა, არამედ მარტოობა. გარედან კარგად გამოიყურები და დაიღალე იმის მოსმენისგან, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ შენს თავშია.

02სახელი

შენს მდგომარეობას
თავისი სახელი აქვს

ეს არც დაავადებაა. არც დარღვევა. არც ასაკი.

გონება-სხეულის მედიცინაში მას ნერვული სისტემის გამოფიტვას ვეძახით. ეს მდგომარეობა ხანგრძლივ სტრესთან ადაპტაციისას ყალიბდება, როცა ყოველდღე იმაზე მეტ სტრესს ღებულობ, ვიდრე შეგიძლია მოერიო.

როცა სტრესი დიდხანს გრძელდება, ჩვენი ნერვული სისტემა მას ინახავს. ამ შენახულ მუხტს თვითაქტივაციის უნარი უყალიბდება. გასააქტიურებლად გარედან არაფერი სჭირდება.

ამიტომ ისე ხდება, რომ სრულიად მშვიდ ოთახშიც კი შეიძლება განიცდიდე მღელვარებას და დაძაბულობას.

როგორ გამორჩა ეს შენს ექიმს?

შენს სხეულს ძალიან კარგად შეუძლია პრობლემის ანალიზებისგან დამალვა. მაგალითად, ის გამოფიტავს ძვლებს, ნეირონებს და კუნთებს მაგნიუმისგან, რათა სისხლში მათი ნორმა შენარჩუნდეს, ამიტომ სისხლის ანალიზი ნორმაშია ხოლმე. გამოფიტული ნერვული სისტემა პირველ რიგში შინაგან გამოცდილებაზე აისახება: ძილზე, ენერგიაზე, ხალისზე, სიმშვიდეზე.

03მეთოდი

Mindor-ის
მეთოდი

ჩვენი ნერვული სისტემა თავისით იბრუნებს საკუთარ რიტმს სწორი პირობების შექმნით. ზუსტად ისე, როგორც ყვავილი ხარობს, როდესაც მას ჩრდილიდან ზომიერ მზეში გადმორგავენ.

სტრესი ორგანიზმის გადარჩენის მდგომარეობაა. ძველ ადამიანებს მხოლოდ მწვავე სტრესი აწუხებდათ, როცა სანადიროდ წახვიდოდი, ან სხვა ადამიანებს შეეჯახებოდი და მერე კვირები სტრესი აღარ გქონდა.

თანამედროვე ადამიანის გამოწვევა ყოველდღიური ანუ ქრონიკული სტრესია, რომელიც შეიძლება ბავშობაში დაიწყო (შენახვის მექანიზმით) და ასაკთან ერთად მხოლოდ გაღრმავდა.

შენახული სტრესი არღვევს ყველა ფიზიოლოგიური სისტემის ფუნქციას, რომელიც მყისიერი გადარჩენისთვის საჭირო არაა: საჭმლის მონელება, აბსტრაქტული აზროვნება, პოზიტიური ემოციები. სამაგიეროდ, აქტიურდებიან კუნთები, რადგან ორგანიზმს ჰგონია, რომ კვლავაც გასაქცევად ან საბრძოლველად გვაქვს საქმე. ამ მდგომარეობის მართვას ორგანიზმი უზარმაზარ რესურსს ახარჯავს: მინერალებს, ვიტამინებს, კო-ფაქტორებს და სხვა.

Mindor-ის მეთოდი ამ პროცესის შეფასებით იწყება. ჯერ საჭიროა ვიცოდეთ, სტრესთან ადაპტაციის რომელ საფეხურზეა ჩვენი ნერვული სისტემა, რომ სწორად ჩავერიოთ და მივცეთ მას ის, რაც თვითაღდგენისთვის სჭირდება.

სტრესთან ადაპტაციის სამი დონე

გამოფიტვა
„დილით უკვე დაღლილი ვიღვიძებ…"

ადამიანების უმეტესობა, ვინც ხანგრძლივ სტრესში ცხოვრობდა, გამოფიტვის მდგომარეობაშია, როცა სტრესმა ორგანიზმის რესურსის გამოფიტვა უკვე მოასწრო. ამ დროს ყველაზე მეტად იკარგება მაგნიუმი, B ვიტამინები, ომეგა-3 და სხვა კო-ფაქტორები.

აღდგენა
„ენერგია ამიმაღლდა. თითქოს ახალ დღეებს ვცხოვრობ…"

აღდგენის ფაზაში ორგანიზმი იწყებს გათიშული ფიზიოლოგიური სისტემების გამოსწორებას. ძილი ღრმავდება. ბრუნდება ენერგია, ხალისი, კონცენტრაცია, მეხსიერება. ნერვულ სისტემას აღარ ჰგონია, რომ „დათვი მოსდევს".

სინქრონი
„თითქოს საკუთარ თავს დავუბრუნდი. თავს სახლში ვგრძნობ...''

გონება და სხეული მთლიანდებიან. აღარ გაქვს იმისი განცდა, რომ ფიზიკურად აქ ხარ, მაგრამ ფიქრებით სხვაგან. შენს თავთან კავშირი ღრმავდება, რადგან სხეულის დაჭიმულობა აღარ გიშლის ხელს განცდებზე წვდომაში. სინქრონის ეტაპი არის ცხოვრების სრულყოფილად განცდის და აუთენტური პოტენციალის გამოვლენის შეუცვლელი საფუძველი.

04დამფუძნებელი

დამფუძნებლისგან

ლაშა ჯაყელი, Mindor-ის დამფუძნებელი, ყოფილი ნევროლოგი.

როცა ამერიკაში ნევროლოგად ვმუშაობდი, გამუდმებით ერთსა და იმავე სურათს ვხედავდი: პაციენტი პირველად 10 წლის წინ ერთი ჩივილით მოვიდა. დღეს უკვე 10 დაავადებაზეა ასული. ამ ხნის განმავლობაში ძირეულ მიზეზზე კი არ ვმკურნალობდით, სიმპტომებზე.

„საკუთარ თავს ერთ კითხვას ვუსვამდი: მე თეთრი ხალათი კი მაცვია, მაგრამ ნამდვილად ვეხმარები ამ ადამიანებს გამოჯანმრთელებაში, თუ ირიბად მათ დაავადებას ვუწყობ ხელს?"
წაიკითხე სრულად →
05გამოსავალი

რას აკეთებს
Mindor

ნერვული სისტემის აღდგენისთვის ორი რამ უნდა დაკმაყოფილდეს:

დარეგულირდეს ნეიროჰორმონული სისტემა და შემცირდეს სტრესი, რომ მინერალები აღარ გაიხარჯოს.

ორგანიზმს შევუვსოთ მინერალები, რომლებიც ადაპტაციისას უკვე დაიხარჯა.

პროდუქცია

ნერვული სისტემისმხარდაჭერა

შექმნილია ექიმი ლაშა ჯაყელის მიერ სპეციალურად ნერვული სისტემის სხვადასხვა დონეზე აღსადგენად.

Balance™
პრაქტიკა

ნერვული სისტემისპრაქტიკები

  • ვაგალური სუნთქვა
  • გონებასისავსე
  • ბუნებასთან კავშირი
  • ვიზუალური მხარდაჭერის ინტეგრაცია

მეცნიერებაზე დაფუძნებული ტექნიკები, რომლებიც ნერვული სისტემის ადაპტაციის პროცესს ასრულებს და ღრმავებს.

Mindor Practice App
პროგრესი

ნერვული სისტემისპროგრესზე თვალისდევნება

  • Weekly Rhythm
  • ძილის ხარისხი
  • ენერგიის დონე
  • სიმშვიდის ინდექსი

პერსონალური სივრცე, სადაც ხედავ შენი ნერვული სისტემის მდგომარეობას და ცვლილებებს დროში.

Mindor Progress Dashboard
პირველი ნაბიჯი

დაიწყე აქ

ქვიზი გეხმარება ამოიცნო, რომელ საფეხურზეა შენი ნერვული სისტემა და პასუხების მიხედვით მიიღებ პერსონალურ გეგმას.

დაწყება

უფასოა · 3 წუთი