ყველაფერს სწორად აკეთებ, მაგრამთავს მაინც სულ დაღლილად გრძნობ...
3 წუთიანი ტესტი აფასებს შენი ნერვული სისტემის სტრესის დონეს და გაძლევს პერსონალურ გეგმას მის აღსადგენად
ხანგრძლივი სტრესი ჩვენს ნერვულ სისტემას ფიტავს
აღდგენილი ნერვული სისტემა მაღალფუნქციური გონებისა და სხეულის საფუძველია
სტრესის სამი დონე
გამოფიტვა
„დილით უკვე დაღლილი ვიღვიძებ..."
როცა სტრესი დიდხანს გრძელდება, ის ნერვულ სისტემაში ინახება. სხეული მასთან ადაპტაციას იწყებს და ნელ-ნელა რესურსებისგან იცლება.
აღდგენა
„ენერგია ამიმაღლდა. ერთი სული მაქვს ყოველი ახალი დღის დაწყების..."
სწორი პირობების შექმნით, სხეული აღდგენის პროცესს თავისით იწყებს. ძილი ღრმავდება, ენერგია ბრუნდება, გონება მშვიდდება.
სინქრონი
„ვგრძნობ, რომ დღითიდღე ჩემი თავის საუკეთესო გამოვლინებას ვუახლოვდები..."
გონება და სხეული ერთ რიტმში დგებიან. გრძნობები და ფიქრები ჰარმონიულია. სიცოცხლე ხალისით განიცდება.
სამი ნაბიჯი
სინქრონისკენ
გაიგე სად ხარ
ტესტი აფასებს შენი ნერვული სისტემის სტრესის დონეს — გამოფიტვა, აღდგენა, თუ სინქრონი.
მიიღე პერსონალური მეთოდი
ტესტის შემდეგ მიიღებ პერსონალური აღდგენის მეთოდს.
იგრძენი ცვლილება
ნერვული სისტემა იცვლება ეტაპობრივად. ნეიროპლასტიურობის პირველი ნიშნები 1-2 კვირაშიც საგრძნობია.
ნერვული სისტემისმხარდაჭერა
შექმნილია ექიმი ლაშა ჯაყელის მიერ სპეციალურად ნერვული სისტემის სხვადასხვა დონეზე აღსადგენად.

მინდორელები სინქრონის გზაზე
„ყოველი დილის დაწყება ომი იყო. ბავშვებს ვაცმევდი, მანქანაში ვსვამდი და უკვე დაღლილი ვიყავი. აღდგენის პროტოკოლის დაწყებიდან 10 დღეში შევამჩნიე, რომ დილით აღარ მეზარებოდა ადგომა. ერთ საღამოს ქმარი გამეხურმა: რა დალიე ამისთანა, ისეთი მშვიდი გახდი, ვეღარ გცნობო. ბავშვებთან გაცილებით მომთმენი გავხდი."
„მორიგეობის მერე სახლში რომ მივდიოდი, მანქანაში კისერს ვერ ვაბრუნებდი იმდენად დაჭიმული მქონდა. მეთოდი დავიწყე ზედმეტი მოლოდინების გარეშე, 2 კვირაში ძილი გამიღრმავდა. სამსახურის სტრესს ადვილად ვუშვებ და სახლში აღარ მომაქვს."
„60 საათიანი სამუშაო კვირა ჩემი ნორმაა. საღამოობით ენერგია აღარ მქონდა ოჯახისთვის. თვენახევარში შვილმა მთხოვა სტადიონზე ჩამეყვანა, ადრე რომ მეზარებოდა, სიამოვნებით ჩავყევი."
ნევროლოგი, რომელმაც
ამერიკული კარიერა მიატოვა და საქართველოში დაბრუნდა.
როცა ამერიკაში ვმუშაობდი, ჩემი პაციენტების ჯანმრთელობა გაუმჯობესების ნაცვლად უკან-უკან მიდიოდა და ნელ-ნელა ისინი ყველა ექიმის პაციენტები ხდებოდნენ.
გავაცნობიერე, რომ ძირეული მიზეზი თანამედროვე ცხოვრების სტრესი იყო, რომელიც ნერვულ სისტემაში ინახებოდა და სხვადასხვა სიმპტომს იწვევდა. ამ პრობლემის გადასაჭრელად 3 წლის წინ მივატოვე სამედიცინო კარიერა ამერიკაში, დავბრუნდი საქართველოში და Mindor დავაარსე.
სრული ამბის წაკითხვა →
„მე შეყვარებული ვარ ადამიანის ცვლილების პოტენციალზე. ჩვენი ნერვული სისტემის აღდგენა ამ ცვლილების გასაღებია..."
სად ხარ
ახლა?
გაიგე შენი ნერვული სისტემის სტრესის დონე და მიიღე პერსონალური გზა სინქრონისკენ.
ტესტის დაწყება →
